9 ოქტომბერი ბელა ჰადიდის დაბადების დღეა და წელს, ცნობილმა სუპერმოდელმა საიბილეო საღამოზე ოჯახის წევრებთან და მეგობარ ბიჭთან, The Weeknd-თან ერთად, უახლოესი მეგობრებიც დაპატიჟა და მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო ქენდალ ჯენერიც.
წვეულებაზე მოდელი წითელ ზედატანითა და ტყავის შარვლით გამოჩნდა.
ლუქს მოდელმა 90-იანი წლებსის მოდური ფეხსაცმელი შეუხამა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
საზოგადოების ნაწილი უჩვეულო სტილის, ძველებურ ფეხსაცმელს შეუფერებლად და კურიოზულად აღიქვამს.
თუმცა მოდელის გულშემატკივრებში ქენდალის ამ სამოსმა შესაძლოა კიდევ ერთი ძველი ტრენდი გააცოცხლოს.