30 წლის ნამიბიელი მოდელი - ბეატი პრინსლუ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა დედა, Victoria’s Secret-ის შოუს უბრუნდება და ორწლიანი შესვენების შემდეგ, 2018 წლის ჩვენებაში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ბეატი Maroon 5-ის სოლისტზე, ცნობილ მომღერალ - ადამ ლევინზეა დაქორწინებული.
2016 წლის 21 სექტემბერს წყვილს პირველი შვილი - დასტი როუზი ეყოლა, რის გამოც, მოდელმა გადაწყვიტა კარიერაში მცირე შესვენება აეღო.
2018 წლის თებერვალში კი მათი მეორე შვილი - გრეის ლევინი დაიბადა და Victoria’s Secret-ის 2017 წლის შოუსთვის ბეატი ექვსი თვის ორსული გახლდათ, რის გამოც კვლა უარი თქვა შოუში მონაწილეობაზე.
როგორც ინსტაგრამზე გამოქვეყნებული კადრებიდან ჩანს, მოდელი იდეალურ ფორმაშია და წლევანდელ შოუზეც კიდევ ერთი თამამი, თავდაჯერებული გამოსვლით დაგვამახსოვრებს თავს.