გასულ კვირას, ცნობილი მოდელები და მსახიობები პარიზში გამართულ CR Fashion Book-ის წვეულებას დაესწრნენ. საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე სტუმარი ალესანდრა ამბროსიო, 37 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი გახლდათ.
ალესანდრამ მნიშვნელოვანი საღამოსთვის ქართველ დიზაინერის - დავით კომახიძის მომხიბლავი კაბა შეარჩია.
შავი ბზინვარე კაბით სუპერმოდელი იდეალურად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, რომ დავით კომახიძე ამჟამად ლონდონში მოღვაწეობს და მისი სამოსით ხშირად ჩნდებიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები.
მათ შორის არის ქეით გრეჰემიც, რომელმაც ქართველი დიზაინერის კაბა People's Choice Awards-ზე მოირგო.