ტილდა სუინტონი 57 წლის ბრიტანელი მსახიობია, რომელთანაც უამრავი საკულტო როლი ასოცირდება. ტილდა გუშინ, ოთხ ოქტომბერს Sitges Film Festival-ს დაესწრო, რომელიც ესპანეთში გაიმართა.
ცერემონიისთვის ტილდამ სამოსი დემნა გვასალიას უახლესი კოლექციიდან შეარჩია.
წითელი კაბა, რომელიც მსახიობმა მოირგო, Vetements-ის 2019 წლის გაზაფხულის კოლექციიდან არის.
აღსანიშნავია, რომ კაბა ჯერჯერობით გაყიდვაში არ არის და მსახიობი პირველი ცნობილი ქალბატონია, რომელსაც მისი ტარების შესაძლებლობა მიეცა.
აღსანიშნავია, რომ ტილდას ცერემონიაზე კინოხელოვნებისთვის გაწეული ღვაწლის გამო, სამადლობელი ჯილდოც გადასცეს.