ორი დღის წინ, მეგან მარკლი მეუღლესთან ერთად სასექსში იმყოფებოდა და ამჯერად ვიზიტისთვის ტყავის ქვედაბოლო შეარჩია. Hugo Boss-ის მწვანე ფერის კაბაში ჰერცოგინია არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
ქვედაბოლოს მეგანმა მწვანე პერანგი და კრემისფერი ფეხსაცმელი შეუხამა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი მსახიობი ჰერცოგინიობის პერიოდში ტყავის სამოსით გამოჩნდა.
თუმცა მეგანი პირველი ქალბატონი არ არის სამეფო კარზე, რომელმაც ტყავის კაბით დაგვამახსოვრა თავი, მსგავსი ქვედაბოლო პრინცესა დაიანამაც მოირგო.
უელსის პრინცესა ამგვარი ლუქით 1986 წელს Wembley Arena-ზე გამოჩნდა, სადაც Eurythmics-ის საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო.