ჟიზელ ბუნდჰენი 38 წლის ბრაზილიელი მოდელი და მსახიობია, რომელმაც სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკშივე დაიწყო. თუ დღეს თითოეული ჩვენება, რომელშიც ის იღებს მონაწილეობას, თავდაჯერებული და გრაციოზული გამოსვლით გვამახსოვრებს თავს, როგორც აღმოჩნდა, მას სამოდელო ინდუსტრიის მოთხოვნების გათვალისწინება თავდაპირველად საკმაოდ გაუჭირდა.
ჟიზელის პირველი ჩვენება 1998 წელს შედგა, როცა Alexander McQueen-ის კოლექციის წარდგენაში მიიღო მონაწილეობა.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონა, რომელიც მაშინ 18 წლის იყო და ვერც კი იჯერებდა იმ წარმატებას, რომელსაც მიაღწია, მოდელი გაანაწყენა ფაქტმა, რომ ჩვენებაზე ერთ-ერთი ლუქის წარდგენისას, ზედატანის გარეშე, მხოლოდ ბიუსჰალტერით მოუწევდა გამოსვლა.
დამწყებმა მოდელმა მაშინ თავი ვერ შეიკავა და ეს გამოსვლა ცრემლებადაც კი დაუჯდა.
ჟიზელისთვის ეს პირველი თამამი ნაბიჯი იყო თანას მსოფლიო მასშტაბით და არ სურდა მსგავსი ჩაცმულობით მშობლები გაენაწყენებინა.