ნიდერლანდელი სუპერმოდელი - დოუცენ კრუზი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურაა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. 33 წლის ქალბატონი, რომელიც Victoria Secret-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანგელოზია, ყოველი გამოჩენით ახლებურ ტრენდს ამკვიდრებს.
ამჯერად მოდელმა ქართველი დიზაინერის - თამუნა ინგოროყვას სამოსზე შეაჩერა ყურადღება და INGOROKVA-ს ბრენდის ნაქსოვი ზედატანით გამოჩნდა.
აღნიშნული ლუქით მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვიკტორიას ცნობილი ანგელოზი ქართველი დიზაინერის სამოსით ჩნდება. ცოტა ხნის წინ, იგოროყვას სამოსი 24 წლის ამერიკელმა ტოპმოდელმა - ჯენის დილონმაც მოირგო.
მოდელმა INGOROKVA-ს ბრენდის კაბას, Balenciaga-ს მაისურიც შეუხამა.