32 წლის, წარმოშობით რუსმა სუპერმოდელმა - ირინა შეიკმა ამჯერად თურქული Vogue-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანი დაამშვენა. ფოტოები, ჩვეულებისამებრ, იდეალურია და შეიკმა კიდევ ერთხელ მოიგო გულშემატკივრების გული.
ფოტოსესია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მოდელმა ბალენსიაგას 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია მოირგო.
ბრენდის კრეატიული დირექტორი - დემნა გვასალია გახლავთ და ეს ქართველი დიზაინერის კიდევ ერთი უდიდესი წარმატებაა მსოფლიო დიზაინის ასპარეზზე.
აღსანიშნავია, რომ ბალენსიაგასთან ერთად, მოდელმა პრადას სამოსიც მოირგო.
აღსანიშნავია, რომ ირინა ბალენსიაგას ბრენდის მოყვარული ჯერ კიდევ 2011 წლიდან არის, როცა ის სწორედ Balenciaga-ს ჩანთით დააფიქსირეს.