მეგან მარკლი სამეფო ოჯახის საპატიო წევრია, შესაბამისად საზოგადოების წინაშე გამოჩენისთვის განსაკუთრებით არჩევს სამოსს, რომელშიც ბოლო დროს შავი ფერი განსაკუთრებით ფიგურირებს.
თუ ქეით მიდლტონისა და დედოფალი ელიზაბეტის საკულტო სტილი ძირითადად ღია ფერებითაა ცნობილი, სასექსის ჰერცოგინია არჩევანს მუქ ტონალობებზე აჩერებს.
როგორც ფსიქოლოგი -კარენ ჰალერი აღნიშნავს, მეგანს განსაკუთრებული მიზეზი აქვს.
„შავ ფერთან უამრავი რამ ასოცირდება, მაგრამ როცა საქმე ოფიციალურ შეხვედრებს ეხება, ჰერცოგინიის თითოეულ ლუქს ერთი რამ აერთიანებს" - აღნიშნა მან.
შავი სამოსი, რომელსაც მეგანი ოფიციალურ შეხვედრებზე ირგებს ნიშნავს რომ ჰერცოგინიას არ სურს ყურადღების ცენტრში მოხვედრა და მოკრძალებული ვიზუალით ჩრდილში დარჩენას ამჯობინებს.
მიუხედავად ამისა, ჰერცოგინიას არცერთი ლუქი არ რჩება ყურადღების მიღმა, რაც საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარეობს.