წელს საქართველოს ,,მის ტრანს ვარსკვლავი 2018”-ის საერთაშორისო კონკურსზე კესარია აბრამიძე წარადგენს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას და კესარია საპასუხისმგებლო გამოსვლისთვის უკვე ემზადება.
კესარიამ სამზადისის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში უკვე გაავრცელა.
კადრებიდან კარგად ჩანს, რომ მან რამდენიმე ქართული ნაციონალური კაბა მოირგო.
„ჩიხტიკოპი ცოტა ადრე უნდა დავბადებულიყავი მგონი ისე მომწონს“ - დაურთო ერთ-ერთ ფოტოს კონკურსანტმა.
აღსანიშნავია, რომ Miss Trans Star International ტრანსგენდერი ქალების სილამაზის კონკურსია, რომელმაც 2010 წელს აიღო სტარტი და მისი პირველი გამარჯვებული შვეიცარიელი კონკურსანტი გახდა.