გიორგი ქებურიას აქსესუარებითა და სამოსით მსოფლიოს წამყვანი მოდელები და მომღერლები ხშირად ფიგურირებენ საზოგადოებაში, ამჯერად ქებურიას სათვალე 30 წლის ბარბადოსელმა მომღერალმა - რიანამ მოირგო.
სიახლე დიზაინერმა საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით გაგვიზიარა და ფოტო ატვირთა, რომელზეც რიანა დახვეწილი დიზაინის სათვალით ფიგურირებს.
როგორც აღმოჩნდა, სათვალე ქებურიამ ექსკლუზიურად მომღერლისთვის შექმნა.
მომღერალი აღნიშნული სათვალით დუბაიში გამართულ საკუთარი ბრენდის Fenty-ს პირველ პრესტიჟულ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომელზეც სილამაზის სტანდარტებისა და თავის მოვლის მოდურ ტენდენციებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ იმ სელებრითებს შორის, რომლებიც ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი აქსესუარები და ლუქები მოირგეს არიან ჯიჯი ჰადიდი, ქენდალ და კაილი ჯენერები, Lorde-ს სასცენო სახელით ცნობილი შემსრულებელი და სხვები.