52 წლის ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა - სინდი კროუფორდმა კიდევ ერთ სარეკლამო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ბოლო დროს, სინდი აქტიურად არის ჩართული 16 წლის ქალიშვილის - კაია გერბერის პროფესიულ საქმიანობებში, მაგრამ როგორც კადრებიდან ჩანს, მზრუნველი დედიკო თავადაც ინარჩუნებს ჩვეულ შარმს, რომელსაც წლებმა ვერაფერი დააკლო.
სინდიმ Acne Studios -ს 2018 წლის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და კოვბოის სტილი მოირგო.
ფოტოები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ცნობილ ფოტოგრაფს - სემ აბელს ეკუთვნის.
გადაღებები ტეხასის შტატში, ერთ-ერთ რანჩოში მიმდინარეობდა, რომელიც 1972 წელს არის აშენებული.
კროუფორმა Acne Studios 1997 წლის საკულტო ჯინსი მოირგო.