Vogue-ს ცნობილი გამოცემის ობიექტივში ჰადიდების ოჯახი კიდევ ერთხელ მოექცა და მათი მონაწილეობით ვიდეორგოლი შეიქმნა, რომელიც პოპულარული მოდელების ოჯახური ცხოვრების სახალისო იმიტაციაა.
ოჯახი საკმაოდ განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ოჯახური ვახშმის მთავარი გმირი გოგონების დედა - იოლანდა ჰადიდია, რომელიც თავადაც საკმაოდ წარმატებული მოდელი გახლდათ.
სცენარის მიხედვით დედა ცდილობს შვილები ოჯახური ვახშმისთვის მოიწვიოს.
ჯიჯი პანკი გოგონას როლს თამაშობს.
ბელა კი, ალბათ უამრავი ახალგაზრდა გოგონასავით, მუდმივად მობილურზეა ორიენტირებული და დედა მას ოჯახური ვახშმის დროს მის გამოყენებას უკრძალავს.
სიუჟეტი კი ჯიჯის გაბრაზებით ვითარდება, როცა დაზე საკუთარ საყურეებს შენიშნავს.
კიდევ ერთი სახალისო მომენტი ანვარის, ოჯახის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლის გამოჩენაა, რომელიც საკუთარი ანარეკლის დანახვას კოვზის მეშვეობით ცდილობს. „ანვარ, ხომ იცი რომ გხედავთ?“ - აღნიშნავს ბელა.
ისტორია ოჯახის სიმღერის ფონზე ამღერებით გრძელდება, იხ. ვიდეო: