მას შემდეგ, რაც Balenciaga-ს სპორტული ფეხსაცმელი მსოფლიო ტრენდად იქცა და მას უამრავი ცნობილი ვარსკვლავი ირგებს, დემნა გვასალიამ გადაწყვიტა გულშემატკივრები კიდევ ერთი სამოსით გაენებივრებინა, რომელიც გაყიდვაში სულ მალე ჩაეშვება.
ამჯერად ბრენდმა სამთო ფეხსაცმლის კოლექცია გამოუშვა, რომელიც წინამორბედებთან შედარებით კიდევ უფრო კომფორტულია.
ახალი ფეხსაცმელი ხუთ სხვადასხვა ფერში გამოვა და განკუთვნილი იქნება როგორც ქალბატონებისთვის, ისევე მამაკაცებისთვის.
ახალი მოდელების ღირებულება 850 დოლარია, ანუ სულ ცოტათი ნაკლები ვიდრე პოპულარული Triple S-ებია, რომლის შეძენაც 895 დოლარადაა შესაძლებელი.
ფეხსაცმლის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ბრენდის მაღაზიებში, ისევე Balenciaga.com-ის მეშვეობითაც.