კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის გოგონა - ნორთი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ხუთი წლის არის, სამოდელო კარიერას იწყებს და საბავშვო ბრენდის L.O.L Surprise-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
ბრენდის სამოსთან ერთად გოგონამ მაკიაჟიც მოიხდინა, რომელისთვისაც როგორც აღმოჩნდა, დედის კოსმეტიკური ბრენდის პროდუქცია გამოიყენეს.
ამაყმა დედიკომ შვილის დებიუტის ამსახველი კადრები დააფიქსირა და ინსტაგრამის გამომწერებს რამდენიმე ვიდეო გაუზიარა.
შეგახსენებთ, რომ გოგონას უკვე ჰქონდა სამოდელო სფეროსთან შეხება, როცა დედასთან და ბებიასთან ერთად Fendi-ს პოპულარული ბრენდის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.