ცნობილმა მოდელმა - ირინა შეიკმა კიდევ ერთ მოდურ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში Max Maras ცნობილი ბრენდის კოლექცია წარმოადგინა.
32 წლის მოდელმა ულამაზესი შავი კაბა წარმოადგინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საკუთარ პროფესიას მზრუნველი დედის სტატუსს არაჩვეულებრივად უთავსებს.
ირინასთან ერთად ჩვენებაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მოდელებიც, როგორიც კაია გერბერი და ჯიჯი ჰადიდია.