თათია ახალაია კიდევ ერთი წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც ხშირად ფიგურირებს საერთაშორისო დონის ცნობილი ბრენდების ჩვენებებში. ამჯერად მოდელი მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ Vivetta-ს ჩვენებაზე გამოჩნდა.

გოგონამ ბრენდის ულამაზესი კაბა წარმოადგინა.


აღსანიშნავია, რომ თათია IC Model Management-თან თანამშრომლობს და ცოტა ხნის წინ, ცნობილი იტალიური ბრენდის Genny-ს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა.


თათაიმ ნიუ-იორკის მოდის კვირეულშიც მიიღო ცოტა ხნის წინ მონაწილეობა და Hot Now China-ს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა.







