ჯიჯი ჰადიდი, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, საკმაოდ დატვირთულია თუმცა ჩვენებებს შორის ინტერვალში მაინც ახერხებს გლამურულ წვეულებებზე დასწრებასა და საზოგადოების ახალი მოდური ლუქებით გაკვირვებას.
ამჯერად, 23 წლის მოდელი Messika-ს წვეულებაზე გამოჩნდა.
ჯიჯიმ ულამაზესი ბრწყინვალე თვლებით გაფორმებული ლუქი მოირგო.
დახვეწილ სამოსს მოდელმა მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი შეუხამა.