ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წელს ცნობილმა მომღერალმა - რიანამაც წარადგინა საკუთარი კოლექცია. დამსწრე საზოგადოებამ Savage X Fenty-ს ახალი თეთრეულის კოლექცია იხილა და ჩვენებამ განსაკუთრებული ყურადღება იმით დაიმსახურა, რომ შემსრულებელმა მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ორსულ და პლიუს ზომის მოდელებსაც მისცა.
ერთ-ერთი მოდელი, რომელიც ჩვენებაზე ორსული წარსდგა - სლიქ ვუდსია, რომლის პოდიუმზე გამოჩენამ ფურორი მოახდინა, ვინაიდან გოგონა უკვე ორსულობის მეცხრე თვეში გახლდათ.
22 წლის მოდელმა, საკმაოდ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.
თუმცა ჩვენების შემდეგ მისი პირდაპირ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
მოდელმა იმ დღესვე იმშობიარა და პატარა ბიჭი - საფირი გააჩინა.
მოდელმა ორსულობის შესახებ პირველად მარტში განაცხადა და ფოტო ატვირთა წარწერით - „სასიამოვნო კამპანიაში“.
აღსანიშნავია, რომ ჩვენებაში ორსული მოდელების გარდა ისეთი ცნობილი სახეებიც იღებდნენ მონაწილეობას როგორიც ჯიჯი და ბელა ჰადიდები არიან.