ლედი დაიანა მსოფლიოს მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ, მისი თითოეული ლუქი - დაწყებული კლასიკური სამოსიდან, დამთავრებული ყოველდღიური ჩაცმულობით, დღემდე აქტუალურია ქალბატონებში. ლედი დის სტილის არაჩვეულებრივი შეგრძნება ჰქონდა და საკუთარი გემოვნებით შემოსვაში ხელს ვერც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შეზღუდვებმა შეუშალა ხელი. გადავხედოთ მისი ყოველდღიური ჩაცმის სტილის ამსახველ უნიკალურ კადრებს.