ეს კვირა ვიქტორია ბექჰემისთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან მისი ბრენდი მოღვაწეობის ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. 44 წლის დიზაინერმა ბრენდის სარეკლამო კამპანიისთვის სპეციალური ფოტოსესია მოაწყო, რომელმაც ონლაინსივრცეში უკვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
კამპანიისთვის დიზაინერმა ბრენდის უზარმაზარი საშოპინგო ჩანთით იპოზიორა.
ერთ-ერთ კადრში დიზაინერმა დახვეწილი წვრილი ფეხებიც გამოაჩინა და ჩანთიდან გამომდინარე, თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც მოირგო.
ჩანთას განსაკუთრებული დატვირთვა ვიქტორიას მოდის სფეროში შესვლას უკავშირდება, როცა მას Marc Jacobs-ის ცნობილმა ბრენდმა საშოპინგო ჩანთების კოლაბორაციული ნაწარმის შექმნა შესთავაზა.
„როდესაც Marc Jacobs-მა შოპინგის ჩანთების ერთობლივად შექმნის იდეა მომაწოდა, ეს ერთგვარი დასაწყისი იყო ჩემი მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობის, ეს ერთდროულად სახალისო და ირონიულიც იყო, ამიტომ გადავწყვიტე კრეატიულად გამეცოცხლებინა მაშინდელი სიტუაცია და ფოტოსესიაში კვლავ საშოპინგო ჩანთასთან ერთად მეპოზიორა“ - აღნიშნა ვიქტორიამ.
ვიქტორიას ახალი კამპანია სულ მალე ლონდონის Picadilly Lights-ში გამოიფინება და ჩვენება ერთ კვირას გასტანს. ამასთან, დიზაინერმა სპეციალური მაისურებიც გამოუშვა, რომელთა ღირებულებაც 150 დოლარია და მათი შეძენა ბრენდის ოფიციალურ საიტზე უკვე შესაძლებელია.