23 წლის ამერიკელი მოდელი - ჯიჯი ჰადიდი, რომელიც ბოლო დროს ღია ფერის ქერა თმით ფიქსირდებოდა, გადაწყვიტა იმიჯი ოდნავ შეეცვალა და თმას განსხვავებული იერი შეჰმატა.
მოდელი ამჟამად ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ჩვენებებში იღებს მონაწილეობას.
ჯიჯი შედარებით უფრო მუქი ფერის თმით პირველად ჯერემი სკოტის შოუზე გამოჩნდა.
მოგვიანებით კი, ბრენდონ მაქსველის კოლექციის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ აქამდე ჯიჯის თმა გაცილებით ღია ტონალობის გახლდათ.