ტინა კუნაკი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ვენსან კასელის მეუღლე გახდა აქტიურად ექცევა ტაბლოიდების სათავეში. თუმცა არანაკლები ყურადღება დაიმსახურა 21 წლის მოდელის უმცროსმა ძმამ - ზაკარი კუნაკმა. 18 წლის ახალგაზრდას ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავადაც ასახელებენ.
დის მსგავსად, ზაკარიც სამოდელო სფეროში მოღვაწეობს და უამრავ გადაღებასა თუ ჩვენებაში იღებს მონაწილეობას.
იდეალური სხეულის მქონე მოდელი ინსტაგრამზე ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ფიგურაა.
აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები ხშირად საუბრობენ და-ძმის ვიზუალურ მსგავსებაზე, რაც როგორც ფოტოებიდან ჩანს, უდავოა.
ტინამ ცოტა ხნის წინ ძმის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუშიც ისაუბრა და აღნიშნა რომ მიუხედავად დახვეწილი სხეულისა და მომაჯადოვებელი ღიმილისა, ზაკარი საკმაოდ მორიდებული და მორცხვია.
ცოტა ხნის წინ, მოდელმა ერთ-ერთ ფრანგულ ბრენდთანაც გააფორმა კონტრაქტი და სულ მალე მას ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის მოდის კვირეულებზეც ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ზაკარი ხშირად აზიარებს ოჯახურ ფოტოებს და ერთ-ერთ კადრში მისი სიძე - ვენსან კასელიც ფიგურირებს.