ჯენის დილონი 24 წლის ამერიკელი ტოპმოდელია, რომელიც ერთ-ერთია Victoria Secret-ის ანგელოზებიდან. უცხო გარეგნობითა და არაჩვეულებრივი სხეულის ფორმებით გოგონამ მოდის სფეროში გამოჩენისთანავე დაიმკვიდრა თავი, შესაბამისად, საზოგადოება ყოველთვის ყურადღებით ადევნებს თვალს მის ყოველდღიური ჩაცმის სტილსაც.
ამჯერად მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში ქართველი დიზაინერების სამოსით გამოჩნდა.
მოდელმა ბალენსიაგას ზედატანი მოირგო.
მაისურს მან ასევე ცნობილი ქართველი დიზაინერის - თამუნა ინგოროყვას ასიმეტრიული კაბა შეუხამა.
გოგონამ მოგვიანებით რამდენიმე ფოტო ინსტაგრამის გამომწერებსაც გაუზიარა.