როზი ჰანთინგტონ-უაიტლი გუშინ ლონდონში გამართულ, რიგით ოცდამეერთე GQ Men-ის დაჯილდოებაზე გამოჩნდა. ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი აქვს და მას ამჯერად მოდელი მეუღლის - ჯეისონ სტეტჰემის გარეშე დაესწრო.

31 წლის მოდელმა ღონისძიებისთვის ულამაზესი შავი კაბა შეარჩია, რომელშიც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.


კაბა Versace-ს ბრენდის გახლავთ და მას სუპერმოდელმა მინიმალური რაოდენობის სამკაული შეუხამა.



ღონისძიებაზე მოდელი დონატელა ვერსაჩესთან ერთად დააფიქსირეს.






