26 წლის მომხიბლავმა ამერიკელმა მოდელმა - კარლი კლოსმა ამჯერად Carolina Herrera-ს ცნობილი ბრენდის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ულამაზესი კადრები ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა და გულშემატკივრების მოწონებაც დაიმსახურა.
ფოტოსესია Carolina Herrera-ს ახალი არომატის Good Girl Velvet Fatale-ის სარეკლამო კამპანიას მიეძღვნა.
ფოტოგრაფი კი სერჯ ლებლონი გახლავთ.
მოდელი წითელი ფერის მომხიბლავ კაბაში პოზირებს.
ფოტოებს კი, ბრენდისთვის დამახასიათებელი გლამურული ეფექტები აქვს დართული.