ცოტა ხნის წინ, Rixos Sungate-ის ცნობილ სასტუმროში Miss Fashion TV-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც 30 ლამაზმანმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსი 26-დან 31 აგვისტომდე მიმდინარეობდა და მისი ორგანიზატორი მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია - Fashion TV-ი გახლდათ.
პირველი ადგილის მფლობელი მოლდოველი გაბრიელა სლივკა გახდა, მეორე ადგილი პატრიცია აკოსტამ დაიკავა ვენეციიდან, მესამე ადგილის პრიზიორი კი რომი ნესტია ისრაელიდან.
აღსანიშნავია, რომ Miss Fashion TV-ის კონკურსს ყოველწლიური ხასიათი აქვს და ის ტრადიციულად Rixos Sungate-ის ულამაზეს სასტუმროში იმართება, რომელიც ევროპის საუკეთესო სასტუმროების სიაში ერთ-ერთი უპირობო ლიდერია.
კონკურსის მონაწილეები ექვსდღიან კემპინგში იყვნენ ჩართული და უამრავ სპორტულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, მაკედონიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც.
ღონისძიების საპატიო სტუმარი ცნობილი ბელგიელი მსახიობი და ჟან-კლოდ ვან დამი გახლდათ, რომლის უეცარმა გამოჩენამაც დამსწრე საზოგადოება სასიამოვნოდ გააოცა.
მსახიობმა სასტუმროში აქტიური დასვენების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებშიც გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ OK! Georgia-ს წარმომადგენლობა ღონისძიების ექსკლუზიური სტუმარი იყო.