ონლაინსივრცეში ფრანგული Marie Claire - ს ახალი ნომერის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, სიახლე განსაკუთრებით სასიამოვნო იმითაა, რომ ყდის ფოტოსესიის მთავარ ლოკაციად საქართველო შეირჩა, გადაღების პროდაქშენზე კი, ანანო დოლაბერიძემ და მისმა გუნდმა იმუშავა.
გამოცემის გარეკანისთვის და ედითორიალებისთვის ფოტოსესიები ყაზბეგში, მარტვილში, წყალტუბოსა და თბილისში მოეწყო, გარეკანის ფოტოზე გერგეთის სამება ფიგურირებს.
„დიდი ხანი ვფიქრობდით ადგილებზე, რა არ შევთავაზე, ბოლოს წყალტუბო თავისი პოსტ-საბჭოთა "Vibe"-ით, ულამაზესი მარტვილის კანიონი, რათქმაუნდა მთიანი ყაზბეგი და თბილისის ძველი უბნები შეირჩა“ - დაწერა ანანომ საკუთარ Facebook-ის პროფილზე.
ყდაზე კი, ესტონელი ტოპ მოდელი კარმენ პედარუ ფიგურირებს.
მოდელს ცნობილი ქართველი დიზაინერის - დემნა გვასალიას სამოსი აცვია.