26 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობი - კარა დელევინი აგრძელებს აქტიურ სამოდელო მოღვაწეობას და ამჟამად კიდევ ერთ შთამბეჭდავ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ახალი სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებული ფოტოები, გარკვეულწილად, 90-იან წლებს გვაგონებს.

კარა მისაღებ ოთახში პოზირებს და პუმას ახალი კოლექციის საცვლებს ირგებს.

აღსანიშნავია, რომ კარას ბრენდთან აქამდეც უთანამშრომლია და შარშან მისი კოლექციის DO YOU -ს სარეკლამო ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.








