ზაფხულის სეზონი უკვე დასასრულს მიუახლოვდა, შესაბამისად, ქალბატონები აქტიურად ემზადებიან საშემოდგო კოლექციებისთვის, რომლებიც შემდეგ სეზონზე იქნება პოპულარული. თუმცა არსებობს გარკვეული ტენდენციები, რომლებიც აქტუალური შემოდგომის სეზონზეც იქნება, გადავხედოთ მათ.
1. ხვეული თმა.
ზაფხულის სეზონზე უამრავი ცნობილი გამოჩნდა დახვეული თმით, მათ შორის იყვნენ ალესანდრა ამბროსიო და Ciara.
2.მინიმალისტური კაბები
ზაფხულისთვის ბზინვარე კანი და მოკლე კაბები ჩვეული მახასიათებელია, ქალბატონებს შემოდგომის სეზონზეც შეუძლიათ მსგავსი სამოსი მოდურ ქურთუკებსა და მაღალყელიან ფეხსაცმელს შეუხამონ.
3. ღია ფერის ტუჩსაცხი
ქალბატონებისთვის წითელი ფერის ტუჩსაცხი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ნივთია ჩანთაში, თუმცა 2018 წლის ზაფხულში აქტუალური გახდა ღია ფერის ტუჩსაცხები, რომლებიც ამცირებს ტუჩის მოცულობას.
4. მკვეთრ ფერად შეღებილი თვალები.
ზაფხულის ეს ტრენდი შემოდგომაზეც აქტუალური იქნება და ქალბატონებს შეუძლიათ ბზინვარე და ჭრელი საცხებით შემოდგომის სეზონზეც მოიწონონ თავი.
5.თმის დეკორატიული აქსესუარები
ცნობილი ქალბატონები თმის აქსესუარებს არა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ აქტიურად ირგებენ, რაც როგორც ჩანს მთელი წლის მანძილზე შეინარჩუნებს პოპულარობას.
6. ნაწნავი
7. მოკლედ შეჭრილი თმა.
აღნიშნული ტრენდი განსაკუთრებით კიმ კარდაშიანის გამოჩენის შემდეგ გახდა აქტუალური.