20 წლის ქართველი სუპერმოდელი - თაკო ნაცვლიშვილი გუშინ, 29 აგვისტოს ნიუ-იორკში Victoria Secret-ის კასტინგზე დააფიქსირეს. მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ამას მისი პაპარაცული ფოტოებიც მოწმობს.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გოგონამ VS-ის კასტინგში მიიღო მონაწილეობა, გასულ წელს ის კონკურსის ფინალშიც მოხვდა, თუმცა საბოლოოდ ის კონკურსს გამოეთიშა.
თაკო, ადრეულ ასაკშივე მოხვდა მაღალი მოდის მესვეურების ყურადღების ცენტრში, მან 2016 წელს მონაწილეობა პარიზში გამართულ მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა და ჩვენებაზე ცნობილი ლიბანელი მოდელიერის - ზაუჰაირ მურადის სამოსი წარადგინა.
საერთო ჯამში კი, მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებში, როგორიც Elie Saab, Versace, Christian Dior, Giorgiо Armani, Dolce & Gabbana და სხვები არიან.