23 წლის ამერიკელი მოდელი - ჯიჯი ჰადიდი ამჯერად ბრაზილიური Vogue-ის გარეკანზე ფიგურირებს. მოდელმა ფოტოსესიისთვის განსხვავებული იმიჯი მოირგო და მასიური ვარცხნილობით დაგვამახსოვრა თავი.
მოდელი სადა, უბრალო მაკიაჟითა და თვალის მკვეთრი ლაინერით ჩნდება, ამგვარმა მაკიაჟმა მის ფოტოებს კიდევ უფრო საინტერესო იერი შესძინა.
გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ჯიჯის ვარცხნილობა, რომელიც გარკვეულწილად 80-90-იანი წლების ტრენდს იმეორებს, შესაძლოა, კვლავ გახდეს წლის საუკეთესო ტენდენცია.
რამდენიმე კადრი გადაღებიდან მოდელმა ინსტაგრამის გამომწერებს თავადაც გაუზიარა.