მეგან მარკლმა სამეფო ოჯახში შესვლისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დაარღვია პროტოკოლი, აქტიურად დაიწყო საკუთარ სტილზე მუშაობა, რათა მაქსიმალურად მორგებოდა ახალ სტატუსს. გადავხედოთ მეგანის სტილის თითოეულ ცვლილებას, რაც მისმა ჰერცოგინიობამ განაპირობა.
1. გლამურული კაბები.
მეგანი ცდილობს გაცილებით უფრო მოკრძალებული სამოსით გამოჩნდეს საზოგადოებაში და უარს ამბობს ჩვეული სტილის კაბებზე, რომლებითაც იქამდე ხშირად ფიქსირდებოდა.
2. ჩანთები.
მეგანი ცდილობს გაცილებით უფრო მცირე ზომის ჩანთები ატაროს, რომლებსაც არაჩვეულებრივად უხამებს ულამაზეს კაბებს.
3.ამოღებული სამოსი.
მეგანი აღარ ატარებს უმკლავებო სამოსს, რომლებითაც ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში.
4.მოკლე კაბები
ფორმალურ ღონისძიებებზე მეგანი ხშირად ჩნდებოდა მოკლე კაბებით, დღესდღეობით კი, პროტოკოლიდამ გამომდინარე, შესაფერის სიგრძეზე აკეთებს აქცენტს.
5. მოშვებული სამოსი.
მეგანი ძირითადად თავისუფალ სტილზე აკეთებს არჩევანს.
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის გამო მისმა საქორწინო კაბამაც დაიმსახურა უარყოფითი გამოხმაურება.
6.ღია ფეხსაცმელი.
სამეფო პროტოკოლი ქალბატონებს დახურულ და კლასიკურ მაღალქუსლიან სამოსს ურჩევს, ამიტომაც მეგანმა უარი თქვა საყვარელ მოდურ ფეხსაცმელზეც.
7.მინიმალისტური სამკაული.
სასექსის ჰერცოგინია დღეს, მასიური სამკაულების ნაცვლად, მინიმალისტურ და დახვწილ სტილზე აკეთებს არჩევანს.
8. ქუდები
სამეფო ოჯახის რძალმა, დანარჩენი ქალბატონებივით აქტიურად დაიწყო ელეგანტური ქუდების ხმარებაც, რომლებითაც იქამდე არასდროს გამოჩენილა.