კემბრიჯის ჰერცოგინია ყოველთვის დახვეწილი სამოსით ფიგურირებს საზოგადოებაში, განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფეხსაცმელსაც და როგორც აღმოჩნდა, ჰერცოგინიად გახდომის შემდეგ მან საყვარელ ფეხსაცმელზეც თქვა უარი.
ქეითის ძველი ფოტოებიდან შემორჩა ისეთებიც, რომლებზეც ჰერცოგინია საყვარელი მაღალყელიანი ფეხსაცმლით ფიგურირებს.
ქეითმა მსგავსი ფეხსაცმელი მოკლე შორტებსაც შეუხამა, როდესაც 2008 წელს გამართულ საღამოზე მივიდა.
2011წელს ქეითმა და უილიამმა იქორწინეს, ამის შემდეგ ქეითი ყოველთვის ერიდება საყვარელი ფეხსაცმლით საზოგადოებაში გამოჩენაზე.