ქეით მიდლტონი ყოველთვის გამოირჩევა მოდური და დახვეწილი სტილით, მაგრამ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს, ჰერცოგინია რამდენიმე ხერხს მიმართავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფეხსაცმელს ეხება.
იმისთვის, რომ როცა საზოგადოების წინაშე უწევს გამოსვლა და სურს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მყარად ჰქონდეს მორგებული სპეციალურ წებოვან ბალიშებს იყენებს, რომლებიც ფეხსაცმლის უპრობლემოდ ტარებაში ეხმარება და ამასთანავე იცავს კანს გაღიზიანებისგან.
The Sun-ის ცნობით, ქეითი ჯონ ლევისის აქსესუარით გამოჩნდა, რომელიც წებოვან ბალიშებს აერთიანებს, მათი შეძენა მხოლოდ 7 $-ად არის შესაძლებელი.
ამავდროულად, მსგავსი ბალიშები გამჭირვალეა და თვალისგან შეუმჩნევადი.
მათი შეძენის დროს, მყიდველს შესაძლებლობა აქვს საჭიროებისამებრ შავ ან რუჯისფერ ბალიშებზე შეაჩეროს არჩევანიც.