ერთი წლის წინ, პოპულარული ტანსაცმლის ბრენდი - True Religion-ი გაკოტრდა, თუმცა ბრენდის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა წელს კვლავ სცადოს გულშემატკივრების მოწონება დაიმსახუროს და ამაში მათ ცნობილი ამერიკელი მოდელი - ბელა ჰადიდი ეხმარება.
ბელამ ბრენდის ახალი, შემოდგომის სეზონის კოლექციის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და არაჩვეულებრივი კადრები ყველა ცნობილი გამოცემის გვერდებზე მოხვდა.
ფოტოები ცნობილი ფოტოგრაფის ბუ ჯორჯის მიერ არის ლოს-ანჯელესში გადაღებული.
„ჩემთვის არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო საკულტო ბრენდის კამპანიაში მონაწილეობა, მე True Religion-ის სამოსით გავიზარდე და მიხარია, რომ ბრენდის სამომავლო წარმატებაში წვლილის შეტანა შემიძლია“- აღნიშნა ბელამ.