სინდი კროუფორდის 16 წლის ქალიშვილი - კაია გერბერი ცნობილი ბრენდებთან ხშირად თანამშრომლობს, სუპერმოდელმა ამჯერად კარლ ლაგერფილდის ახალი კოლექცია წარმოადგინა და შთამბეჭდავ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ახალი კოლექცია, Karl Lagerfeld x Kaia-ს სახელით, იანვრის თვეში გახდება ხელმისაწვდომი.
„უბერებელი, პარიზელი გოგონების ესთეტიკა კაიას თავდაჯერებული ხედვითა და ლოს-ანჯელესეული სტილით“ - ამგვარად არის კარლის ოფიციალურ საიტზე ახალი კოლაბორაცია დახასიათებული.
„კრეატიული პროცესის თანამონაწილეობა ძალიან სასიამოვნო იყო და კარლთან ერთად მუშაობა ახდენილ ოცნებას ჰგავს“ - აღნიშნა თავად მოდელმა.