აშშ-ის პირველი ლედი ყოველთვის გამოირჩევა მოდური ლუქებით და თანამედროვეობის აქტუალურ ტენდენციებსაც აქტიურად უწყობს ფეხს. მედია, ბოლო დროს, აქტიურად საუბრობს მელანია ტრამპის საყვარელ სპორტულ ფეხსაცმელზე, რომელიც 2018 წლის ახალგაზრდულ ტრენდად იქცა.
მელანიას რჩეული Adidas Stan Smiths-ის პოპულარული ფეხსაცმელი გახდა, რომლითაც მელანია 19 აგვისტოს თეთრი სახლის ეზოშიც გამოჩნდა.
იმავე ბრენდის ფეხსაცმლით ესტუმრა მელანია არიზონას შტატსაც.
პირველმა ლედიმ 21 ივნისს Zara-ს სკანდალურ ქურთუკსაც იგივე ფეხსაცმელი შეუხამა.
იგივე სპორტული სამოსი, ოღონდ შავი ელემენტით, მელანიამ 29 აგვისტოსაც მოირგო.