წლების განმავლობაში, ირინა შეიკს საზოგადოება სუპერმოდელის სტატუსით იცნობდა, 32 წლის ქალბატონი უამრავი ცნობილი დიზაინერის ჩვენებასა და ფოტოსესიაში ფიგურირებდა, ამჟამად კი, გადაწყვიტა ეს როლი თავად მოერგო.
შეიკმა პროფესიიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი ცოდნა დააგროვა მოდის სფეროზე, შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ დახვეწილი პროდუქტის შექმნა თავადაც არანაკლებ წარმატებით გამოუვიდა.
მოდელმა სტელა მაქსველთან ითანამშრომლა და ბრენდის The Kooples-ის სახელით ხელის ჩანთების დიზაინზე იმუშავა.
მის მიერ შექმნილი დიზაინის ჩანთები ბრენდის 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში გამოჩნდება.
„ეს კოლაბორაცია თითქოს ზეცაში გადაწყდა, რადგან ჩვენ საკმაოდ განსხვავებული პიროვნული თვისებები და სტილი გვაქვს, ამიტომაც ჩვენი დიზაინები ერთმანეთს არ დაემთხვა. კრეატიულ პროცესს საზღვარი არ ჰქონდა და The Kooples-მა მთელი პროცესი გაამარტივა“ - აღნიშნა სტელამ.