ბელა ჰადიდმა ამჯერად ცნობილი გამოცემის - Allure-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივრების მოწონება ფოტოების გამოქვეყნებისთანავე მოიგო, როგორც ირკვევა, ერთ-ერთ ფოტოზე ბელას ქართველი დიზაინერის - დევიდ კომას სამოსი მოირგო.
კაბა, რომელშიც ბელა პოზირებს მეტალის ელემენტებით არის გაფორმებული.
აღსანიშნავია რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბელამ ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო, დევიდ კომას სამოსში ის გასულ წელსაც დაფიქსირდა, როცა ქართული ტრადიციული ელემენტებით გაფორმებული კაბა მოირგო.
ბელას კომას ლუქების დიდი მოყვარული რომ გახლავთ ეს გასულ წელს კიდევ ერთხელ დამტკიცდა:
ქართველი დიზაინერის სამოსში ხშირად პოზირებს ბელას დაც - ჯიჯი ჰადიდი.