სანაპიროსთვის ლამაზი და პრაქტიკული სამოსის არჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანი დავალებაა, ვიდრე საცურაო კოსტიუმის. არასწორად შერჩეული სანაპიროს სამოსი ადვილად გაგიფუჭებთ ყველაზე მოდური ბიკინის შთაბეჭდილებასაც კი. მთავარია, სამოსმა არ შეაფერხოს თქვენი მოძრაობა. ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი ვარიანტი, რომელიც ყველა ტიპის სხეულს მოუხდება, ერთი ტონალობაში გადაწყვეტილი დიდი ზომის პერანგია. ნებისმიერი სიგრძის პერანგის ფორმის კაბაც მშვენიერი იდეაა. ბოჰემური იმიჯისთვის კი მაქსიმალური სიგრძე შეარჩიეთ. კიდევ ერთი აქტუალური იდეა მხრებმოშიშვლებული გრძელი კაბაა. ამ წელს ყველაზე მოდური ფერი ყვითელი, ვარდისფერი და ხორცისფერია.
აქსესუარებიდან კი დიდი ზომის ქუდები და ხის ჩანთებია გამოსაყოფი.
ცნობილი მოდელები სანაპირო ქალაქებიდან ბევრ ფოტოს გვიზიარებენ