ბელა ჰადიდი ამჯერად Allure-ის პოპულარული გამოცემის სექტემბრის ნომერს დაამშვენებს. 21 წლის ამერიკელი ტოპმოდელის ულამაზეს ფოტოსესიასთან ერთად, უკვე მისი საინტერესო ინტერვიუს წაკითხვაცაა შესაძლებელი, რომელშიც ბელამ საყვარელი სილამაზის პროდუქტების შესახებ ისაუბრა.
სპეციალური ფოტოები დენიელ ჯეკსონის მიერაა გადაღებული, ფოტოსესია დახურულ სანაპიროს კლუბში მიმდინარეობდა, ჩრდილოეთ კაროლინაში.
ბელამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი რამ, რაც მას გადაღების დროს თავდაჯერებულობა მომატა წითელი ტუჩსაცხია.
„წითელი ტუჩსაცხით სულ რაღაც ხუთჯერ თუ გამოვჩენილვარ საზოგადოებაში, რადგან ძირითადად ღია ან მუქ ფერებს ვარჩევ, თუმცა ამ ფოტოსესიამ კომფორტის ზონიდან გამომიყვანა და მეტი თავდაჯერებულობა შემმატა“ - აღნიშნა ბელამ.
სუპერმოდელი გამუდმებით მოგზაურობს და როგორც თავად აღნიშნავს, თვითმფრინავით მგზავრობის დროს, თან მუდამ ატარებს სახის ნიღბებს და დამღლელი მგზავრობის დროს სახის კანის მოვლით არის დაკავებული.