სახლში რომ შევედი, წარსულის სუნი მეცა. სუნი, რომელიც მომავალში ცხოვრობს და არ გაძლევს საშუალებას, დაივიწყო შენი ისტორია... ეს წარსული ხშირად გახსენებს თავს და ბედნიერ მოგონებებს აღგიძრავს. ფასეულობებს გახსენებს, რომლის გარეშე წარმოუდგენელია შენი ცხოვრება. ნინოსთან საუბარი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ წამოსვლა აღარ მინდოდა. ახლა კი ჩემს მკითხველს ვთავაზობ ამ ინტერვიუს ძალიან საინტერესო დიზაინერ, მხატვარ, სხვადასხვა სკულპტურის ავტორ, უნიჭიერეს ნინო ჩუბინიშვილთან.
ბავშვობიდან მახსოვს...
ჩემი დიდი ოჯახი... რვა ადამიანი ვცხოვრობდით ერთად და თან ჩვენთან მუდამ სტუმრიანობა იყო. ამის ფონზე, მე ყოველთვის მომწონდა ოჯახები, სადაც მხოლოდ დედა, მამა და შვილი ცხოვრობდნენ – თავიანთი ავთენტური სამყაროთი. როცა მოუნდებოდათ, განმარტოვდებოდნენ საკუთარ თავთან და იფიქრებდნენ რამდენსაც მოინდომებდნენ... მე კი, ეს არც გამომდიოდა და არც შემეძლო.
მაშინ ვოცნებობდი...
იცი, რას მივხვდი? როცა რაღაცაზე ოცნებობ, მისი უმეტესი ნაწილი აუცილებლად ხორციელდება. მთავარია, მასში ენერგია ჩადო და მიხვდე, რომ ცხოვრება შენს ხელშია – თავად ხარ ავტორი შენი ცხოვრების, და შეგიძლია ისე იცხოვრო, როგორც გინდა. კონკრეტული ოცნებები არ ვიცი, მაგრამ მქონდა სურვილები, მომავლის ორიენტირებივით, რომლებიც სხვადასხვა ადამიანებისგან მეძლეოდა. ზოგის ერთი მომწონდა, ზოგის – მეორე, შემდეგ კი ყოველივე ეს ცხოვრების მიზნად ყალიბდებოდა, რომელსაც გსურს, მიაღწიო.
პროფესიას რომ ირჩევდით, თავიდანვე კოსტიუმების დიზაინის მიმართულება გსურდათ?
რაღაცნაირად, მუდამ ვგრძნობდი, რომ ჩემში ეს მიდრეკილება ყოველთვის იყო – ფარული ნიჭივით რომ გაქვს ადამიანს. უფრო შინაგანი უნარი გახლდათ ეს ინტერესი, ვიდრე ჩემი არჩევანი. შესაბამისად, ამ უნარის გამოყენების გარეშე ვერც წარმომედგინა ცხოვრება.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის აგვისტოს ნომერში...