ათობით წელი გავიდა, მაგრამ ბრიჯიტ ბარდოს სტილი აქტუალობას არ ჰკარგავს. მის იმიჯს ხანდახან ქეით მოსი, სიენა მილერი თუ ემილი რატაკოვსკი მიმართავენ. ბრიჯიტის ახალგაზრდობის საზაფხულო სტილი მრავალფეროვანი იდეების წყაროა და აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი დღესაც აქტუალურია.
#1 ქუდები
დიდები, პატარები, კლასიკურები, ექსტრავაგანტურები - ბრიჯიტი მათ აღმერთებდა. ქუდები 2018 წლის ზაფხულის ნამდვილი ჰიტია.
#2 მაისური ღია მხრებით
ამ სტილს უკვე ზედიზედ მესამე ზაფხულია რაც გოგონები აღმერთებენ. აწეული ვარცხნილობით განსაკუთრებით სექსუალურია.
#3 ბოჰემური კაბა
გრძელი კაბა ნაქარგებით - 70-იანების კლასიკაა. სენ-ტროპეში ბარდო ბოჰემური კაბით ფეხშიშველა დადიოდა. იმიჯს ხის ჩანთა დაუმატეთ.
#4 რგოლი-საყურეები
50-იანი წლების მოდიდან 2018 წლის მოდაში.
#5 კაშკაშა ყვითელი
ეს ფერი 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდული ფერია. მას ატარებენ ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი, ცნობილი ბრენდები კი კოლექციებს ამ ფერში წარადგენენ.
#6 ზოლები
ზოლები ყველანაირ სამოსზე!
#7 თმის შემოსაკრავი
ფართო შემოსაკრავი ამ სეზონზე ნამდვილად აქტუალურია.
#8 ყვავილოვანი პრინტის კაბა
ეცადეთ 50-იანების სტილის კაბა არჩიოთ.
#9 საცურაო კოსტიუმი პრინტით
ვინტაჟური მოდა დაბრუნდა.