კემბრიჯის ჰერცოგინია ყოველთვის ყურადღებით არჩევს სამოსს, რომლითაც პრინცესა შარლოტა, ჯორჯი და ლუი საზოგადოებაში ჩნდებიან. სამი შვილის დედას გარკვეული წესები აქვს, მაგრამ თუ კი პრინც ჯორჯს პროტოკოლის გამო მუდმივად კლასიკურ შორტებში უწევს გამოჩენა, პრინცესა შარლოტას ჯერჯერობით მსგავსი შეზღუდვები არ აქვს, მაგრამ ქეითი გოგონას მუდმივად დახვეწილ კაბებს ურჩევს.
პრინცესა შარლოტა საზოგადოებაში არასდროს გამოჩენილა შარვლით, რისთვისაც ქეითს საკუთარი მიზეზები აქვს. ბავშვის სამოსის დიზაინერი - რეიჩელ რაილი, რომელიც სამეფო ოჯახის პატარების სამოსზე ზრუნავს, საუბრობს იმის შესახებ თუ რატომ ვხედავთ პრინცესას მხოლოდ კაბებით.
„მიზეზი, რის გამოც მათთვის ამგვარ სამოსს ვქმნი, ძალიან მარტივია, ისინი პატარები არიან და უბრალოდ უნდა ეცვათ“ -აღნიშნავს ის.
Woman and Home-ის ცნობით, ქეითი ცდილობს გოგონა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს პრინცესის სტილს და ურჩევნია მას ფორმალურად ეცვას.
თუმც შარლოტასა და ჯორჯს საგარეო და სახლის სამოსი განსხვავდება და შესაძლოა გოგონას ოჯახურ გარემოში მაინც აქვს შესაძლებლობა საბავშვო, თავისუფალი სამოსი მოირგოს.