37 წლის ამერიკელი სუპერმოდელი - ადრიანა ლიმა და მსახიობი - ჯერარდ ბატლერი ბრაზილიური ბრენდის - Dudalina-ს სარეკლამო კამპანიაში ერთად გადაირეს. წყვილი შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარმოადგენს, რომელშიც ძირითადად კლასიკური სამოსი ფიგურირებს.
კადრები განსხვავდება სხვა ბრენდული გადაღებებისგან, რადგან ისინი თითქმის კინომატოგრაფიულია.
ერთი შეხედვით ფოტოები ახალი ფილმის სარეკლამო პლაკატების ასოციაციასაც კი გვიჩენს.
სუპერმოდელი, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ფოტოსესია იმითაც გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ 48 წლის მსახიობი იშვიათად თუ ირგებს მსგავს როლს.