30 წლის ცნობილი პოპშემსრულებელი - რიანა, ამჯერად ბრიტანული Vogue-ის გამოცემისთვის გადაიღეს და მომხიბლავმა ქალბატონმა გადაღებებისთვის სტილი რადიკალურად შეიცვალა.

მომღერალმა რამდენიმე ფოტო საკუთარ ინსტაგრამზეც გააზიარა.

ფოტოსესიაზე რიანა Prada-სა და საკუთარი ბრენდის - Savage X Fenty-ს სამოსი მოირგო.

მომღერალმა საკუთარი მადლიერებაც გამოხატა, „ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სექტმებრის გამოცემის გარეკანზე აღმოვჩნდი, მადლობა რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეთ“ - მიმართა მომღერალმა მთავარ რედაქტორს - ედვარდ ენინფულს.






