მიმდინარე წლის მაისში, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში სტუმრების და ჟურნალისტების ყურადღება არამხოლოდ წყვილმა, არამედ სიძის ბიძაშვილმა კიტი სპენსერმა მიიპყრო. 27 წლის გოგონას ეფექტურმა იმიჯმა მოდის კრიტიკოსები და ბლოგერები ძლიერ აღაფრთოვანა. აღსანიშნავია, რომ კიტი Dolce & Gabbana-ს ჩვენებებსა და სარეკლამო კამპანიებში იღებს მონაწილეობას.
შარვლებს სპენსერი იშვიათად იცმევს. თუმცა, 70-იანების ბოჰემური სტილი გოგონას ძალიან უხდება.
ფუქსია "ჭირვეული" ფერია, თუმცა კიტიმ ამ ფერის კაბაც საოცრად მოიხდინა
აღმოჩნდა, რომ ლედი დაიანას ძმიშვილს ხორცისფერი ტონალობაც ძალიან უხდება
შავ-თეთრი გამა ყოველთვის მოსაწყენ იერს არ იღებს - ამის დასტური ლედის რამდენიმე იმიჯია
კიტი არც ყვავილოვანი პალიტრის მიმართაა გულგრილი.
"შიშველი კაბის" უჩვეულო ვარიანტი სპენსერისგან - რა თქმა უნდა არისტოკრატიული სახით
კვლავ ყვავილები და 70-იანი წლების გავლენა
ყველა მისი გამოსვლა იდეალურად ითვლება
კიდევ ერთი ორიგინალური სტილი, რომელიც საქმიან ქალბატონებს შეეფერებათ