ბოლო დროს, მეგან მარკლი განსაკუთრებით გვამახსოვრებს თავს დახვეწილი სამოსით და გულშემატკივრებმა შეამჩნიეს კიდევ ერთი მოდური ტრენდი, რომელსაც ის ნელ-ნელა ამკვიდრებს.

მეგანის სტილთან, უპირველეს ყოვლისა, სამოსი ასოცირდება, რომელსაც ამოღებული მხრები აქვს. სასექსის ჰერცოგინია ამგვარი სამოსით პირველად გასულ მაისში გამოჩნდა, როდესაც Givenchy-ს ულამაზესი კაბა მოირგო ქორწილის ცერემონიაზე.

მას შემდეგ, მეგანის სამოსი ხშირად გამოკვეთს ლავიწის ფორმებს და ივლისის თვეში მეგანმა Ralph Lauren-ის მსგავსივე სტილის კაბით პრინცი ლუის ნათლობასაც დაესწრო.

ლონდონში გამართულ საჰაერო ძალებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე კი მეგანმა Dior-ის კაბაზე შეაჩერა არჩევანი და არაჩვეულებრივადაც გამოიყურებოდა მომხიბლავი ლუქით, რომელმაც ყველას ოდრი ჰეპბერნის საკულტო კაბა გაახსენა.






