წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით ცხელი დღეებით გამოირჩევა და გოგონებიც მოკლე შორტებს, კროპ-ტოპებსა და ფერად კაბებს ეფექტურად ირგებენ. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონის მოდა სწორედ ამ სამოსით გამოირჩევა. იმისთვის, რომ ტრენდებს მიყვე, ყვავილოვანი პრინტის ქვედაბოლოები უნდა მოირგო. სიგრძე - მუხლამდე ან ნაკლები. მეორე პოპულარული ვარიანტი პერანგის ფორმის კაბებია, რომლებიც უკვე ზედიზედ მეორე სეზონია, რაც აქტუალობას არ კარგავს. მიმდინარე ზაფხულის მოდას ნათელი ფერის დეტალები უყვარს, ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ დიდ ღილებს, კონტრასტულ რუშებს, ორიგინალურ აქსესუარებს და აშ. არ დაგავიწყდეთ ფეხსაცმელი - ქვიშისფერი სანდლები და სპორტული კეტები. შორტებსა და ჯინსებს ტოპები თამამად შეუხამეთ. წარმოგიდგენთ 2018 წლის ზაფხულის ჩაცმულობებს.
ელსა ჰოსკი
ჟიზელ ოლივიერა
ემილი რატაკოვსკი
ჯიჯი ჰადიდი
ბელა ჰადიდი
ტეილორ სვიფტი
ჰეილი ბოლდუინი
კორტნი კარდაშიანი
დაკოტა ფენინგი
ბიონსე
კენდალ ჯენერი
ადრიანა ლიმა